ჩემთვის საქმეების ასე გახმაურებულად და გაუხმაურებლად დაყოფა მისაღები არ არის, _ ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შემდეგ თეიმურაზ ტუღუშმა ჟურნალისტებს განუცხადა ე.წ. გახმაურებული საქმეების განხილვაში მონაწილეობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
თეიმურაზ ტუღუშმა აღნიშნა, რომ აუცილებლად დაესწრება ყველა საქმის განხილვას.
”როგორც კი მომეცემა შესაძლებლობა პირველივე დღიდან შევეცდები მე განვახორციელო ჩემი უფლებამოსილება და აქტიური მონაწილეობა მივიღო საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში დღეც და ღამეც”, _ განაცხადა თეიმურაზ ტუღუშმა.
ახლად არჩეულმა მოსამართლემ მადლობა გადაუხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და პლენუმს გამოხატული მხარდაჭერისთვის და
პირობა დადო, რომ პირნათლად შეასრულებს იმ მაღალ როლს, რაც ეკისრება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს.