ადენოვირუსი, რომელიც ზედმეტი წონის პროვოცირებას იწვევს, ისევე ადვილად შეიძლება შეეყაროს ადამიანს, როგორც გრიპის ვირუსი.
ლუიზიანას შტატის ქალაქ პენინგტონის ბიომედიცინის მეცნიერმა-თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკვების ერთსა და იმავე რაოდენობას იღებენ, წიწილები და თაგვები, რომლებიც ამ ვირუსით დაავადნენ, წონაში უფრო სწრაფად იმატებდნენ.
ადამიანზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მოზრდილ ადამიანთა თითქმის მესამედი, რომელთაც ზედმეტი წონა აქვთ, ამ ვირუსით არიან დაავადებულები, მაშინ, როდესაც ეს ვირუსი ნორმალური წონის ადამიანების მხოლოდ 11პროცენტს აღმოაჩნდა.
გამოკვლევების ხელმძღვანელმა ახსნა, რომ ინფექცია ხდება ფილტვებში, ხოლო შემდეგ მთელ ორგანიზმში ვრცელდება. როდესაც ინფექცია ცხიმოვან ქსოვილში ხვდება, მათი უჯრედები გამრავლებას იწყებს. ცხიმოვან ქსოვილთა მოცულობა იზრდება და ინფიცირებული ადამიანები წონაში ზედმეტად იმატებენ.კვლევის ავტორი ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად ამისა, ეს ინფექცია სულაც არ არის სიმსუქნის პრობლემის მიზეზი.