საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და . ამ საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის პოზიცია გააკრიტიკა.
"სახალხო დამცველი სასამართლოს დამთავრებამდე თუ ასეთ აზრებს გამოთქვამს, ძალიან ცუდია, ასწრებს სასამართლოს და მის საქმეებში ერევა.
ზოგადად დამოკიდებულება, რომ არ არის დამტკიცებული, მათ რომ ეს ჯიბეში ჩაიდეს, ვერ დაამტკიცა პროკურატურამ, მაგრამ არამიზნობრივად არის გაფლაგული 5 მილიონი ლარი, ეს სერიოზულ კითხვებს იწვევს, თუმცა, მე არ ვარ მოსამართლე და არ ვაპირებ დასკვნების გაკეთებას," _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.