ბალტიის ზღვის ნახევარკუნძულ რიუგენზე ოდითგან მოიპოვება ქვა (ქარვა). მას ქურუმები ოქროზე ძვირფასად მიიჩნევდნენ.
ჯერ კიდევ ჩვ.წ. აღ-მდე იცოდნენ მისი სამკურნალო თვისებების შესახებ. ჰიპოკრატე მას უნიშნავდა თირკმლების, მუცლის, თავის ტკივილის, მოწამვლის დროს, აგრეთვე, ჭლექით დაავადებულებს.
გამა-თერაპევტები(მინერალური ქვების შემსწავლელი) ამტკიცებენ, რომ ქარვა ანეიტრალებს მფლობელზე უარყოფით ბიოველების გავლენას.
რეკომენდირებულია მისი ტარება ყელზე-გულის, ქამარზე ან წელზე-ხერხემლის და მუცლის დასაცავად.
ცნობილია ქარვის ზემოქმედება ჩიყვზე, ქარვისგან იღებენ ასევე D ვიტამინს.
ქარვისგან გამოყოფილ ნივთიერებებს ამატებენ საპონს, კბილის პასტას, რევმატიზმის სამკურნალო საგანგებო დანიშნულების კრემებს.