საქართველოში, ნიურნბერგის პროცესი არ უნდა შედგეს, _ასე უპასუხა საქართელოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ კითხვას, რომელიც საქართველოს პროკურატურის მიერ 26 მაისის ამსახველი ახალი ვიდეომასალის გავრცელებას და ასევე დანაშაულში მხილებული სამართალდამცავების კვლავ თანამდებობაზე მუშაობას შეეხებოდა.
"მინდა, შევახსენო მოსახლეობას, რასაც პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღიდან ვაცხადებდი – საქართველოში, ნიურნბერგის პროცესი არ უნდა შედგეს.
ვფიქრობ, არც უნდა შემდგარიყო. იმის მიზეზი , რომ უკმარისობის და უკმაყოფილების გრძნობა საზოგადოებაში დარჩა, ჩემი აზრით, არა დასჯილთა რაოდნობაა, რომლებიც საკმარისად დაისაჯნენ, არამედ ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს თავისი მეთოდის შენარჩუნებას”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.