იაპონელი მეცნიერების მტკიცებით კატები თავიანთ პატრონებს სხვა ადამიანებისგან ხმის ტემბრით, ასევე რიგი სხვა ნიშნებით არჩევენ.
კვლევამ აჩვენა, რომ შინაური ცხოველები მხოლოდ თავს გვაჩვენებენ, რომ თითქოს პატრონის არ ესმით. რეალურად, კატისებრი საფირმო მიუღებლობა ადამიანებისადმი – მათ გადარჩენის სტრატეგიის მხოლოდ ერთი ნაწილია.
ტოკიოს უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევისას, კატებს ურთავდნენ როგორც მათი მფლობელების, ასევე სხვა ადამიანების ხმათა აუდიოჩანაწერებს, რომლებსაც ადრე საერთოდ არ შეხვედროდნენ. ამასთან, კატები ვერ ხედავდნენ, თუ ვისი ხმა ესმოდათ. ექსპერიმენტი მხოლოდ აკუსტიკური შინაარსის იყო.
აღმოჩნდა, რომ პატრონის ხმის ჩანაწერის მოსმენაზე კატები რეაგირებდნენ ყურების მოძრაობით, ან თავს აბრუნებდნენ, როცა უცნობის ხმა, უმრავლეს შემთხვევაში, არანაირ რეაქციას არ იწვევდა. უფრო დაწვრილებითმა კვლევამ აჩვენა, რომ პატრონის ხმის გაგონებისას და მისი ვერ დანახვისას, კატები ღელავდნენ, რაზეც თვალების გაფართოება მიუთითებდა.
“ძაღლები თავიდანვე ბრძანებების შესრულებას მიაჩვია ადამიანმა, მაგრამ კატები არა – ამიტომ მათი ქცევა ბევრად დამოუკიდებელია. თუმცა ამასთანავე, მათ მფლობელებთან განსაკუთრებული უერთიერთობა აქვთ'' – განაცხადა კვლევის თანაავტორმა აცუკო საიტომ.