"რამდენიმე საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ დააფიქსირა, რომ ადგილი ჰქონდა დაშინების რამდენიმე შემთხვევას", _ ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას გააკეთა.
იან კელი არჩევნების სამართლიანად და მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ყველამ უნდა გაამახვილოს ყურადღება იმაზე, ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც უზრუნველყოფს, ქართველი ხალხის ნების გამოხატვას.
„საქართველოში საკმაოდ კარგი წინასაარჩევნო გარემოა. ყურადღებით ვაკვირდებით ამ არჩევნებს. ჩვენ და ზოგიერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ დააფიქსირა, რომ ადგილი ჰქონდა დაშინების რამდენიმე შემთხვევას, ეს შემაშფოთებელია და ჩვენი პოზიცია გავაცანით საქართველოს ხელისუფლებას.
პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებობს შეთანხმება და ყველა პარტიის წარმომადგენელი, რომელთანაც საუბარი მქონდა, თანხმდება, რომ ყველას ინტერესშია, რომ არჩევნების ბედი საარჩევნო ყუთებთან გადაწყდეს და არა სხვაგან", _ განაცხადა იან კელიმ.