„ისინი ჩვენი გმირები არიან, მათ საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს სამშობლო. ამ ბიჭების ხსოვნა თითოეულს გვავალდებულებს, მცირედი წვლილი მაინც შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის შენებაში – ამით განსაკუთრებულ ფასს მივცემთ მათ თავგანწირვას.
"მე ამაყი ვარ, რომ ასეთი გმირები გვყავს,“ – აღნიშნა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში ნინო წილოსანმა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების საფლავებთან.
დღეს ნინო წილოსანი ლანჩხუთის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად გადახდილ პარაკლისს დაესწრო, რომლის დასრულების შემდეგ დაღუპული გმირების საფლავები ყვავილებით შეამკო.