სირიის ქალაქ ალეპოში საავადმყოფოზე საჰაერო იერიში განხორციელდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ადგილობრივ მედპერსონალზე დაყრდნობით ავრცელებს.
ექიმების თქმით, საავადმყოფოს ნანგრევების ქვეშ ავადმყოფები არიან მოყოლილები.
"თვითმფრინავმა საავადყოფოს 4 საათზე გადაუფრინა და რაკეტები დაუშინა. ნანგრევებში რეანიმაციულ განყოფილებაში მწოლიარე ავადმყოფები არიან მოყოლილები,"_აცხადებს რადიოლოგი, მუჰამედ აბუ რაჯაბი.
როგორც ცნობილია, მას შემდეგ რაც გასულ კვირას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება დაირღვა, ალეპოში ამბოხებულების მიერ დაკავებული ტერიტორია მძიმედ იბომბება, რის გამოც, საერთაშორისო შეშფოთების დონე იზრდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ალეპოში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 250 000-ზე მეტი მაცხოვრებელია.