ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბლოკიდან "პაატა ბურჭულაძე _ სახელმწიფო ხალხისთვის" გურამ ჩალაგაშვილმა, შესაძლოა, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვას.
დეტალები დღის მეორე ნახევარში, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც გიორგი ვაშაძის გუნდი პაატა ბურჭულაძესთან მოლაპარაკებებს დაასრულებს, რომელიც ნახევარ საათში უნდა დაიწყოს:
_ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება მოლაპარაკება. იმ შემთხვევაში, თუკი ბლოკს გიორგი ვაშაძე დატოვებს, მეც მასთან ერთად წავალ. მითუმეტეს, რომ მე ვარ პარტია "ახალი საქართველოს" კანდიდატი, პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩალაგაშვილმა.