ბი-ბი-სი თურქეთის იუსტიციის მინისტრის ბექირ ბოზდაგის განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ათასობით დაკავებული ადამიანის საქმეების განსახილველად თურქეთს სასამართლოს შენობები არ ჰყოფნის.
როგორც თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში ხელისუფლება სასამართლოს ახალ შენობებს ააშენებს.
სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირისთვის დაკავებულ პირთა რაოდენობა 32 000-ს შეადგენს.