საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "მიხეილ სააკაშვილს ძალიან კარგი საკანი ელოდება".
ამის შესახებ საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა შიდა ქართლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
"ეს ბელადი იმოძღვრება უკრაინიდან, მისი მეუღლე კიდევ რაღაც გვირაბებს უთხრის. ჩვენ არც ისე შორს ვართ ევროპისგან ამ მხრივ, სასჯელაღსრულების სისტემას ვგულისხმობ. ჯურღმულში და გვირაბში არ ვაცხოვრებთ მის მეუღლეს, კარგი, გამართული საკნები გვაქვს. მას ძალიან კარგი საკანი ელოდება. სუბარმა მოუმზადა ეს. მე მგონი, ამ არჩევნების შემდგომ წასასვლელიც აღარ აქვს”, _ აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.