სენაკის მოსახლეობასთან სანდრა რულოვსის დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა. მიზეზი შეხვედრაზე ბუტა რობაქიძის დედის მისვლა იყო.
ია მეტრეველი დეპუტატობის კანდიდატისთვის განკუთვნილ სცენაზე ავიდა და სანდრა რულოვსს მიმართა. ია მეტრეველი სანდრა რულოვსს სთხოვდა, პირობა მიეცა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოში სისხლისღვრა აღარ იქნებოდა, რაზეც სანდრა თქვა, რომ საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა, ია მეტრეველის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებთან მას კავშირი არ აქვს.