"ქართულ მიწაზე ჩემი მომლოცველობის დასასრულს მადლობას ვწირავ, უფალს, რომ შესაძლებლობა მომეცა, ლოცვაში ჩავღრმავებულიყავ ამ წმინდა ტაძარში", _ განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკე პირველმა სვეტიცხოველში.
პაპმა მადლობა გადაუხადა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს სიყვარულით დახვედრისათვის. "უძვირფასესო ძმაო, დაე, უფალმა, რომელმაც მოგვმადლა სიხარული შეხვედრისა, და ერთურთისათვის წმინდა ამბორის მიგებისა, გვაცხოს სურნელოვანი მირონი თანხმობისა. უხვად მოუვლინოს თავისი ლოცვა-კურთხევა ჩვენს და საყვარელი ქართველი ხალხის გზას".
რომის პაპმა ქართული ენის მრავალფეროვნებაზეც ისაუბრა.
"ქართული ენა მდიდარია ძმობის, მეგობრობის და ადამიანთა შორის სიახლოვის გამომხატველი გამოთქმებით, მათ შორისაა ერთი მეტად კეთილშობილი და გულწრფელი გამოთქმა _ ”შენ გენაცვალე”, რომლითაც გამოვხატავთ სურვილს შევენაცვლოთ სხვა ადამიანს, ვიტვირთოთ მისი გასაჭირი, საკუთარი სიცოცხლით შევეხიდოთ მას. ლხინისა და ჭირის გაზიარება, ლოცვით ერთობასა და სულიერ კავშირში, ერთურთის ტვირთის ზიდვა, დაე, ამგვარი ძმური ქრისტიანული დამოკიდებულებით იყოს აღბეჭდილი ჩვენი ერთად სავალი გზა”, _ განაცხადა რომის პაპმა.