საბერძნეთში პრემიერ-მინისტრის ოფისთან ეკონომიკური რეფორმების გასაპროტესტებლად 1 500-მდე პენსიონერი შეიკრიბა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, პენსიონერებს პრემიერისთვის ეკონომიკის რეფორმის გამო საკუთარი გაბრაზება უნდოდათ ეჩვენებინათ.
გავრცელებული ცნობით, აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა, როდესაც პრემიერ-მინისტრის ოფისთან პოლიციის ავტობუსი გამოჩნდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა აქციაზე შეკრებილი პენსიონერების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
როგორც ცნობილია, საერთაშორისო კრედიტორების თხოვნით საბერძნეთმა 2017 წლისთვის ეკონომიკური რეფორმები უნდა განახორციელოს, რაც პენსიონერებზე მაღალი გადასახადების გამო მძიმედ აისახება.