მაშველებმა ხმელთა შუა ზღვაში 6 000-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მიგრანტები სომალისა და აფრიკიდან იტალიისკენ მიემართებოდნენ.
გავრცელებული ცნობით, სამაშველო ოპერაციაში 39 მაშველი მონაწილეობდა.
როგორც ცნობილია, ხმელთა შუა ზღვის გადაკვეთის მცდელობის დროს მიგრანტების ნაწილი იღუპება.