არსებული ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილის საარჩევნო კომპანიის დროს ცეცხლის გახსნაში ბრალდებული ალექსანდრე ინდუაშვილი პოლიციას ჩაბარდა.
აღნიშნულის შესახებ ინდუაშვილის ოჯახის წევრები საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ინდუაშვილი ამ წუთებში შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში იმყოფება.
შსს-ს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.
გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი ორი დღის წინ გაუხსნეს, შს სამინისტრომ გამოძიება იმავე დღეს დაიწყო.