გორის რაიონულმა სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილისთვის ცეცხლის გახსნის საქმეზე ბრალდებულ ალექსანდრე ინდუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე შალვა კაკაურიძემ დღეს გამართულ პროცესზე მიიღო.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, მიღებული გადაწყვეტილებით კი, სასამართლომ უწყების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ალექსანდრე ინდუაშვილი, რომელიც ოქრუაშვილის საარჩევნო კომპანიის დროს ცეცხლის გახსნაშია ბრალდებული, პოლიციას ორი დღის წინ ჩაბარდა.