"გურია ნიუსისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი სოფელ ბახვში, გოჩა შარაშენიძე საარჩევნო უბანთან ახლოს აგიტაციას ეწევა და უბანზე მისულ ამომრჩეველს ეუბნება ხმა ვის მისცეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით შარაშენიძეს შენიშვნა მისცა "ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელმა. თუმცა, საპასუხოდ, შარაშენიძემ განაცხადა, რომ ის მის საქმეს აკეთებს.
"გურია ნიუსი" ინფორმაციის გადასამოწმებლად გოჩა შარაშენიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ის საარჩევნო უბანზე არაფერს აშავებს.
"არაფერ აგიტაციას არ ვეწევი. ვდგავარ აგერ უბანზე, ვმასხრობ, "ვციგნობ" და ვარ. ეს პარტიები წავლენ-წამოვლენ და ჩვენ აქ უნდა ვიყოთ", _ განაცხადა შარშენიძემ.