ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და ამომრჩევლის მისაღებად მზად არის.
საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველმა პირველი ხმა უკვე მისცა.
მესხის თქმით, აქტივობის შესახებ პირველი მონაცემები საოლქო საარჩევნო კომისიას 10:00 საათისთვის ექნება.
ამასთან, მისი ინფორმაციით, მცირე პრობლემა შეიქმნა მე-18 უბანზე ყუთის გადატანის წილისყრასთან დაკავშირებით, რაზეც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა უარი განაცხადეს.
"პირველი ეტაპის წილისყრებში "ნაციონალური მოძრაობის" კომისიის წევრები არ იღებდნენ მონაწილეობას. კომისიის ეს წევრები პირველი ეტაპის წილისყრისთვის უფუნქციოდ რჩებიან. მე-18 უბანზე ეს პრობლემა იყო. შემდეგ გაიგზავნა ჩვენი წარმომადგენელი და სიტუაცია დარეგულირდა",_ განაცხადა მესხმა.
ზუგდიდში სულ 92 საარჩევნო უბანია, აქედან 43 თავად ზუგდიდშია, 49 კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და თემებში.