საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხმა უკვე მისცა მთაწმინდის #6 საარჩევნო უბანზე. ხმის მიცემის პროცედურის გავლის შემდეგ მან პირველი კომენტარი გააკეთა.
"პირველ რიგში, მინდა ქართულ საზოგადოებას მივილოცო დღევანდელი დღე და მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას აქტიურობისაკენ. დღეს ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს სიძლიერისკენ და დემოკრატიულობისკენ. მე მიხარია, რომ ჩემს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტიურობა შეინიშნება.
მე მივეცი ხმა მრავალპარტიულ ქართულ პარლამენტს, პარლამენტს, რომელშიც წარმოდგენილი იქნაბა მრავალი ჯანსაღი და საქართველოზე მოფიქრალი პოლიტიკური ძალა", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა