გურიის გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ინფორმაციით, "საარჩევნო უბნების წინ დგას მიკროავტობუსები, რომელსაც „ოცნება“ მოძრავ შტაბებს ეძახის, დიდი ალბათობით ეს ავტობუსები წარმოადგენს არჩევნების გაყალბების კერებს".
"ჩვენს საარჩევნო შტაბში საკმაოდ ცუდი ინფორმაცია შემოდის ყოველწუთიერად, რომლის გადამოწმებასაც მისი მასშტაბურობის გამო სრულად ვერ ვახერხებთ. კერძოდ საარჩევნო უბნების წინ დგას მიკროავტობუსები, რომელსაც „ოცნება“ მოძრავ შტაბებს ეძახის, დიდი ალბათობით ეს ავტობუსები წარმოადგენს არჩევნების გაყალბების კერებს. მივმართავთ ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას განსაკუთრებით დააკვირდნენ საარჩევნო უბნების მიმდებარედ მიმდინარე პროცესებს.
უბნებზე მობილეზებულია ადგილობრივი ადმინისტრაციის, სკოლების, საბავშვო ბაღების და აიპების თანამშრომლები, რომელებიც ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ ამომრჩევლებზე და სევე უშუალოდ მართავენ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისულფლება პასუხისმგებელია ყველა იმ უკანონობაზე, რომელიც შეიძლება მოხდეს საარჩევნო უბნებზე და მის მიმდებრე ტერიტორიაზე. ყველას ვთხოვთ მოგვაწოდონ ვიდეო ან ფოტო მასალა ან და სხვა სახის ინფორმაცია რომელიც თქვენი ვარაუდით ასახავს არჩევენების გაყალბების და ან ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტებს", _ აცხადებენ ორგანიზაციაში.