ჩოხატაურის #60.62.08 გუთურის საარჩევნო უბანზე "გურია ნიუსმა" დარღვევა დააფიქსირა _ 41-ნომრიანი მაისურით არასრულწლოვანი ბავშვი მამასთან ერთად თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში იდგა უბნის კარებთან.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით ეს ფაქტი არც მას შეუმჩნევია და არც კომისიის სხვა წევრებს:
_ დამკვირვებლებს უნდა დაეფისიქრებინათ. ჩვენთვის არავის არაფერი უთქვამს, _ აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.
აღსანიშნავია, რომ გუთურის საარჩევნო უბანთან მრავლად არიან საჯარო მოხელეები, რომელთა თქმით მხოლოდ პროცესებს აკვირდებიან და აგიტაციას არ ეწევიან, რასაც არ ეთანხმებიან ოპოზიციის წარმოამდგენლები. მათი თქმით ხელისუფლების წარმომადგენლები და "ქართული ოცნების" კოორდინატორები ღიად მოუწოდებენ ამომრჩევლებს, რომ მხარი "ქართულ ოცნებას" დაუჭირონ.
_ ჩემი სოფელია, ხმა მივეცი და აქ ვდგევარ მეგობრებთან ერთად, _ განმარტა გუთურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჩოხატაურის საკრებულოში ლაშა თოლორდავამ, რომელიც ჩვენმა კამერამ რამდენიმე საათის წინ სხვა საარჩევნო უბანთანაც დააფიქსირა.