სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში არჩევნების პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, 46 961 ამომრჩევლიდან ხმა 9 859-მა უკვე მისცა საკუთარ კანდიდატს, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 20,97%-ია.
რაც შეეხება დარღვევებს, როგორც სოლქოში აცხადებენ, ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.