"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს რამდენიმე წუთის წინ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და მოქმედმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართეს.
როგორც კვირიკაშვილმა მიმართვისას აღნიშნა, დღევანდელი გამარჯვება არის ნაღელი დადასტურება იმისა, რომ ქართველებისთვის ღირსება ყველაზე მნიშვნელოვანია.
"მინდა მოგილოცოთ ეს უდიდესი გამარჯვება, თითოეული ჩვენგანის გამარჯვება. დიდი ბრძოლით არის ეს გამარჯვება მოპოვებული. დღეს საქართველომ გასცა ძალიან მნიშვნელოვან კითხვას პასუხი არის თუ არა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ადამიანის ღირსება მნიშვნელოვანი", _ განაცხადა კვირიკაშვილმა.
"ქართული ოცნების" მხარდამჭერებს მიმართა ყოფილმა პრემიერმაც. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველო დემოკრატიული ღირებულებებით, ადამიანის უფლებებით, ევროპის მოწინავე ქვეყნებთან კონკურენციაშია.
"გილოცავთ ყველას. მართლაც შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა "ქართულმა ოცნებამ". 5 წლის წინათ დავიწყეთ და ეს იყო 2012 წლის გამარჯვების გაგრძელება. შეგახსენებთ, რომ საქართველო დიქტატურის მსხვერპლი შეიძლებოდა გამხდარიყო. პატრიარქის სიტყვებს თუ გავიხსენებთ, უფსკრულის წინაშე ვიდექით როდესაც ჩვენ პოლიტიკაში მოვედით და ჩვენმა გუნდმა აქტიურობა დაიწყო. დღეს საქართველო დემოკრატიული ღირებულებებით, ადამიანის უფლებებით, ევროპის მოწინავე ქვეყნებთან კონკურენციაშია. ჩვენი პრობლემაა ეკონომიკა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ საუკეთესო მდგომარეობაა რომ ეკონომიკა სწრაფი ტემპებით განვითარდეს. საქართველოს დღეს ნაცვლად გაუგონარი ხელისუფლებისა სახალხო ხელისუფლება ჰყავს“, _ განაცხადა ივანიშვილმა.