"რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, ჩოხატაურში, ზემოფარცხმის საარჩევნო უბანზე პარტია "ქართულმა ოცნებამ" 98% აიღო.
ამის შესახებ "გურია ნიუსს" იმ ადამიანებმა აცნობეს, რომლებიც ეგზიტპოლს ატარებდნენ.
როგორც გვითხრეს ეგზიტპოლი მხოლოდ პარტიაზე ჩატარდა და შესაბამისად, კანდიდატების შედეგები უცნობია.
ზემოფარცხმის საარჩევნო უბანზე ხმების დათვლა ამ წუთებში მიმდინარეობს.