„რუსთავი 2“-ის დაკვეთით შესრულებული ეგზიტპოლების საბოლოო შედეგებით, პარლამენტში მხოლოდ 2 პარტია გადის. ტელეკომპანიის ინფორმაციით, GFK-ს მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ასეთია: “ქართული ოცნება“ _ 39,9%; „ნაციონალური მოძრაობა“ _ 32%.
ყველა დანარჩენი პარტია 5%-იანი ბარიერის მიღმაა. უფრო კონკრეტულად, ეგზიტპოლის შედეგებით, „პატრიოტთა ალიანსს“ _ 4,3%-მა;“ლეიბორისტულ პარტიას“ _ 4,1%-მა; „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ – 3,65%-მა; „ირაკლი ალასანია – თავისუფალ დემოკრატებს“ _ 3,4%-მა; „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიულ მოძრაობას“ _ 2,9%-მა დაუჭირა მხარი; სხვა პარტიებზე მოდის 9,8%.
GFK-მა ეგზიტპოლი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა, ხოლო კვლევის საველე სამუშაოები „ბისიჯიმ“ ჩაატარა.