ჩოხატაურისა და ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში მეორე ტური გაიმართება. ამას საუბნო საარჩევნო კომისიების დათვლილი ხმები მოწმობს.
პირველი-მეორე ადგილები ამ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ნინო წილოსანმა და დამოუკიდებელმა კანდიდატმა აკაკი ჩხაიძემ გაიყვეს.
დათვლილი ხმების მიხედვით, ნინო წილოსანს პირველ ტურში გამარჯვებისთვის 2000-მდე ხმა დააკლდა.
კანონის თანახმად მეორე ტური, პირველი ტურიდან, არაუგვიანეს 25-ე დღეს უნდა გაიმართოს.