აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში პირველ ადგილზე "ქართული ოცნება" გავიდა ხმების 44.91 %-ით. "ნაციონალურ მოძრაობას" მეორე ადგილი და ხმების 29.3 % ერგო.
წინასწარი მონაცემების თანახმად, აჭარაში 5 %-იანი ბარიერი გადალახეს "ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიულმა მოძრაობამ" (6.08 %) და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" (5.71 %).
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პარმენ ჯალაღონიას განცხადებით მაჟორიტარულ არჩევნებში 50 %-იანი ბარიერის გადალახვა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო.
"50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა ვერცერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა. შესაბამისად, ექვსივე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში უნდა ჩატარდეს არჩევნების მეორე ტური," _ განაცხადა ჯალაღონიამ.