დღეს დილით, ოზურგეთი-ბათუმის ცენტრალურ ტრასაზე, სოფელ ჭანიეთთან, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
ადგილზე უკვე მისულია საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. როგორც თვითმხილველები ამბობენ, წვიმიანი ამინდის გამო, შესაძლოა, რომელიმე მანქანა მოცურდა.
"გურია ნიუსი" შსს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ავარიის შესახებ ნფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან.