10-15 ოქტომბერს ქ. სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია გაიხსნა, სადაც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს.
სესიის ფარგლებში, ასამბლეის კომიტეტებისა და პოლიტიკური ჯგუფების სხდომებიც გაიმართება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაში საქართველოს პარლამენტიდან, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე და გუგული მაღრაძე მონაწილეობენ.