"ნაციონალური მოძრაობის ლიდერები პარტიის ოფისში არიან შეკრებილი, სადაც პოლიტსაბჭომ პარტიის მომდევნო ნაბიჯების შესახებ უნდა იმსჯელოს. კენჭისყრით მიიღებენ გადაწყყვეტილებას, შევა თუ არა პარტია პარლამენტში და მიიღებენ თუ არა მონაწილეობას მეორე ტურში.
როგორც ცნობილია, პარტიაში ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა.
ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი კაკო ბობოხიძე, აცხადებს, რომ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, „ჭორვილელ ხიხოს“ მისცემს თუ არა საკონსტიტუციო უმრავლესობას.
"მეორე ტურში გადაწყვიტონ ქართველებმა, მისცემენ თუ არა ბიძინა ივანიშვილს საკონსტიტუციო უმრავლესობას, გადაწყვიტონ ტურაშვილებმა, ელისაშვილებმა და ასე შემდეგ. მე ივანიშვილს ჩემის ნებით არ დავუთმობ არაფერს", _ თქვა ენმ-ს წევრმა.