#59 ოზურგეთის მაჟორიტარულ ოლქში არჩვენების დღესთან დაკავშირებით შეტანილი საჩივრების განხილვა დღეს დასრულდა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზვიად თენიეშვილის განცხადებით, საჩივრები, ძირითადად, დაიწერა საიას, “სამართლიანი არჩევნებისა“ და “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" მიერ.
“სულ შემოვიდა 32 საჩივარი, დღეს დასრუდა ყველა საჩივრების განხილვა, ძირითადად იყო პროცედუალურ დარღვევებთან დაკავშირებით, უმეტესი საჩივარი დავაკმაყოფილეთ, ზოგი კი ნაწილობრივ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ საჩივრების განხილვა შედეგზე არ იმოქმედებს, ადგილი არ ჰქონდა ისეთ დაღღვევებს, რომელიც შედეგზე რაიმე სხვაობას გამოიწვევს“_ ამბობს ზვიად თენიეშვილი.
საიას ოზურგეთის ოფისმა ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში 12 საჩივარი შეიტანა. მათგან 7 სრულად დაკმაყოფილდა, არ დაკმაყოფილდა 2 საჩივარი, 3 კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული საჩივრები შეეხებოდა შემაჯამებელ ოქმებში არსებულ უზუსტობებს.