ტუჩების გალურჯების მიზეზი კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის მოშლისა და სისხლძარღვების მუშაობის შენელების მანიშნებელია. ტუჩის მუდმივად ლურჯი ფერი, მოწმობს ვენური ქსელის დარღვევას, ანუ, ეს ვარიკოზის ნიშანია.
სახეზე გამონაყარი, თუ ის ინფექციური ხასიათის არ არის, ჩნდება ჩვეულებრივი დისბაქტერიოზის, ენტეროკოლიტისა და ენტერიტის დროს.
დიდი ზომის პიგმენტური ლაქები ღვიძლის ცუდი მუშაობის შედეგია. პატარა ლაქების მიზეზი კი – ნაღვლის ბუშტია. სახეზე მკრთალი ლაქები ჩნდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის შედეგად.
ლოყაზე წითელი ლაქების გამოჩენა ბრონქული სისტემის მოშლის მანიშნებელია.
კაპილარული ქსელი ლოყაზე მეტყველებს სისხლძარღვოვანი სისტემის მოშლის დაწყებასა და ჰიპერტონიაზე. ასევე, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მოუწესრიგებლობაზე. რაც უფრო დიდი ზომისაა ქსელი, მით მეტად არის დაავადებული ღვიძლი.
წითელი შეფერილობის ცხვირი და ნიკაპი სისხლძარღვოვანი სისტემის მოშლაზე მეტყველებს. ამ დროს, დარღვეულია კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქცია. თუ სახე მუდმივად წითელია, ეს ჰიპერტონიის სიმპტომია.