EURONEWS-ის ინფორმაციით, ტაილანდში მეფე ბუმიბოლს გლოვობენ.
როგორც ცნობილია, მეფე 88 წლის ასაკში ბანგკოკის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მაუწყებლის ცნობით, სამეფო ოჯახს გარდაცვალების მიზეზი არ გაუმხელია, თუმცა მეფე გასული წლის განმავლობაში საავადმყოფოში რამდენჯერმე იწვა.
EURONEWS-ის ინფორმაციით, მის ხსოვნას ტაილანდის ეროვნული ასამბლეის წევრებმა პატივი 9 წუთიანი დუმილით მიაგეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დროშები ანძებზე ნახევრად დაშვებული 30 დღის განმავლობაში იქნება.
როგორც ცნობილია, მეფე ბუმიბოლის მემკვიდრე 64 წლის პრინცი მაჰა ვაჯირალონგკორნია, რომელიც სამეფოში მამის მსგავს სიყვარულს არ ფლობს.