„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმის შესახებ, შესაძლოა, ახალი დეტალები გახდეს ცნობილი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, თემაზე შსს-ში ბრიფნგი გაიმართება.
"გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმე გახსნილია. ამ თემაზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართება", _ განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.