თურქეთში, ტურისტებისთვის პოპულარულ პროვინცია ანტალიაში 3 რაკეტა ჩამოვარდა. აღნიშნულ ინფორმაციას ENGLISH. AHRAM. ORG.EG ავრცელებს.
როგორც ცნობილია,შემთხვევის ადგილას სასწრაფო და სახანძრო მანქანებია მობილიზებული.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არ არიან დაშავებულები და დაღუპულები.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელების სამიზნეს სავარაუდოდ ტანკერი წარმოადგენდა.
გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.