იტალიის ხელისუფლება 700 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაციისთვის საჭირო გეგმაზე მუშაობას ასრულებს. აღნიშნულ ინფორმაციას THE INDEPENDENT ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის რისკები წლის დასაწყისში გაიზარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემუშავებული გეგმის მიხედვით საფრთხის შემცველი მთელი ზონიდან ევაკუაციის განსახორციელებლად სამაშველო სამსახურს 72 საათი დასჭირდება.
მაუწყებლის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზების ძალისხმევა გაიზარდა, ექსპერტების თქმით, რეგიონი კვლავ მოუმზადებელია.