გუშინ, სამების საკათედრო ტაძარში შვიდმა წყვილმა ჯვარი ერთდიულად დიაწერა. დაქორწინებულები კი დღეს პატრიარქმა დალოცა.
როგორც გაირკვა, დღეიდან, გაქრისტიანებულ ოჯახებს თავად საქართველოს პატრიარქი დალოცავს:
"კიდევ ერთი საშვილიშვილო და საყოველქართველო საქმე უწმინდესის და უნეტარესის, ჩვენი საყვარელი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოსთან არსებული საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოებისაგან!
საზოგადოებაში შეიქმნა ჯვარდასაწერ და მოსანათლ პირთა (გარდა პატრიარქის ნათლულთა მსურველი მესამე და მეტი ჩვილებისა) რეგისტრაციის სამსახური ჯვრისწერის და ნათლობის ორგანიზებისთვის. გაქრისტიანებულ ოჯახებს თავად საქართველოს პატრიარქი დალოცავს და ჩოხოსნები ტრადიცული რიტუალით დახვდებიან!" _ წერს სოციალურ ქსელში ჩოხოსანთა საზოგადოების წევრი დავით ყალიჩავა.