იმისთვის, რომ გქონდეთ ხშირი, ლამაზი და ბზინვარე თმა, თავიდან აიცილოთ ქერტლი და თმის ცვენა, აუცილებელია, თქვენი თმის ტიპის მიხედვით შეარჩიოთ შამპუნი, საპონი, ნიღბები, ბალზამი და ასე შემდეგ.
ავოკადო – მდიდარია მკვებავი ელემენტებით. მასში შედის ეთერზეთების 20 პროცენტი და უამრავი ვიტამინი;
ალოე – ცნობილია დამატენიანებელი თვისებებით, შეიცავს ნატურალურ ანტიოქსიდანტებს, ჩ და E ვიტამინებსა და ბეტა-კუაროტინს;
კაკაოს ცხიმი – შეიცავს მატონიზებელ ნივთიერებებს, ასევე, ანტიდეპრესანტ ფენილეფილამინს, რომელიც აუცილებელია დაზიანებული თმისთვის;
შტოში – გამოირჩევა ვიტამინ-ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობით, რაც თმას იცავს თავისუფალი რადიკალების ნეგატიური ზემოქმედებისა და გარემოს მავნებელი გავლენისგან;
ლიმონი – შეუცვლელი მკვებავი და კოსმეტიკური პროდუქტია;
ცაცხვი – მდიდარია ეთერზეთებით. არის თმის საუკეთესო დამარბილებელი საშუალება;
მანგო – შეიცავს 12 იშვიათ და შეუცვლელ ამინომჟავებს, რაც აუცილებელია თმის ზრდისთვის;
თაფლი – აღმდგენი, მკვებავი და ძირების გასამაგრებელი საშუალებაა;
ორქიდეის ექსტრაქტი – თავის კანის შესანიშნავი დამამშვიდებელი და მატონიზებელი საშუალებაა;
გვირილა – არბილებს და ოქროსფერ ელფერს სძენს თმას;
კვერცხი – ლეციტინისა და ამინომჟავების წყაროა. იცავს თმას დაზიანებისგან და კვებავს როგორც ძირებს, ისე თავად თმის ღერს.
როგორი თმისთვის რომელი შამპუნი უნდა შეიძინოთ
ნორმალური თმისთვის – შამპუნი გვირილისა და თაფლის შემადგენლობით.
„ჩამქრალი“, ბზინვარებას მოკლებული თმისთვის – ორქიდეის ექსტრაქტით.
დაზიანებული, ბოლოებგაყოფილი თმისთვის – ავოკადოს ზეთით.
შეღებილი და მელირებული თმისთვის – შტოშის ზეთით.
ყველანაირი ტიპის თმისთვის – ალოეს ექსტრაქტით.
თმის ყოველდღიური მოვლისთვის (მამაკაცებისთვის) – ლიმონის ექსტრაქტით.