REUTERS-ის ინფორმაციით, ფილიპინების პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე აცხადებს, რომ ფილიპინები ამერიკის შეერთებულ შტატებს ემიჯნება.
„ვემიჯნები ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც სამხედრო ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით და გეზს ჩინეთისკენ ვიღებ, რის გამოც დიდი ხნით დამოკიდებული ვიქნები თქვენზე,“_განაცხადა დუტერტემ.
მაუწყებლის ცნობით, აღნიშნული განცხადება ფილიპინების პრეზიდენტმა ჩინეთში მიმდინარე ბიზნეს ფორუმზე გააკეთა.
როგორც ცნობილია, ფილიპინების პრეზიდენტი ჩინეთში 4 დღით ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.