გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, შავი ზღვის დაცვის სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გემის მიერ ფოთის ნავსადგურის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. ბულგარეთის დროშით მცურავმა გემმა შავ ზღვაში სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარა.
სამართალდამრღვევი გემის კაპიტანს დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარის ოდენობით და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ბულგარეთის დროშით მცურავი გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებულინ ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვებს.