"ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ლანჩხუთისა და ჩოხატაურში ნინო წილოსანმა მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანია ახალი და საკმაოდ კრეატიული სლოგანით დაიწყო _ "არდეიზარო"! კამპანიის ფარგლებში დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას მოუწოდებს მეორე ტურშიც მაღალი აქტივობა გამოიჩინონ და არჩევნებზე მისვლა არ დაიზარონ.
"30 ოქტომბერს ჩვენ საბოლოო გამარჯვებას დავადასტურებთ. ეს არის დღე, როდესაც თითოეული თქვენგანის ხმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ მეორე ტურის კამპანიას ამ მიმართულებით ვაწარმოებთ _ ეს არის "არ დეიზარო არჩევნებზე მოსვლა". გურულებმა, მთელი საქართველოს მასშტაბით, 8 ოქტომბერს განსაკუთრებული აქტივობა ვაჩვენეთ. ძალიან მიხარია და დარწმუნებული ვარ, რომ 30 ოქტომბერსაც ზუსტად ასეთი აქტივობით შევხვდებით მეორე ტურში. არ აქვს მნიშვნელობა, ვის დაუჭირეთ მხარი, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თქვენ მიიღეთ მონაწილეობა საქართველოს, ჩვენი მომავლის არჩევანში. სწორედ ამიტომ მინდა, მოგიწოდოთ ყველას _ მიუხედავად იმისა, ვის დაუჭირეთ მხარი, მობრძანდით 30 ოქტომბერს და კარგად გააანალიზეთ, რას აძლევთ ხმას _ ჩვენს მომავალს თუ წარსულში დარჩენას, თავისუფლებას თუ ტერორს, წარმატებას თუ წარუმატებლობას. დარწმუნებული ვარ, რომ 30 ოქტომბერს საბოლოოდ გავაფორმებთ ჩვენს გამარჯვებას. მოგიწოდებთ _ მობრძანდეთ არჩევნებზე და დაგვიჭიროთ მხარი ნინო წილოსანს და "ქართულ ოცნებას", _ განაცხადა ნინო წილოსანმა.
"არდეიზაროს" კამპანიის დაწყებას ოზურგეთის უკვე გამარჯვებული დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძეც დაესწრო.
"რა თქმა უნდა, მე მხარს ვუჭერ ნინო წილოსანს და იმ გეგმებს, რაც მას აქვს თავის ოლქში. მეორე ტურში ნინოს გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ, რადგან მისი კამპანია, ყველა პარამეტრით, ბევრად უპირატესია, ვიდრე კონკურენტის. ნინო წილოსანს აქვს ძალიან თანამედროვე პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია ეკონომიკურ რეფორმებზე, ლანჩხუთში საწარმოო პოტენციალის განვითარებაზე, რაც ბევრ სამუშაო ადგილს მოიტანს. ასევე, იცით, რომ მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტები და იმ პრობლემების მოგვარება, რაც ქალაქსა და სოფელში მოსახლეობას აწუხებს. ახალგაზრდობა, განათლების სისტემის შემდგომი მოდერნიზაცია და მორგება ეკონომიკის თანამედროვე მოთხოვნებზე – ეს არის პროგრამა მინიმუმი, თუმცა მასში სხვა ბევრი საინტერესო საკითხებია სოციალური მიმართულებით, ხანდაზმულთათვის, ბავშვებისთვის," _ განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ნინო წილოსანმა კიდევ ერთი აქცია დააანონსა _ მადლობის წერილი ყველა ოჯახს.
როგორც დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა, მან გადაწყვიტა, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში მცხოვრები ყველა ოჯახისთვის გაეგზავნა სამადლობელი წერილი, მიუხედავად მათი პოლიტიკური სიმპათიებისა. წილოსანმა თავისი ხელნაწერი წერილი პირადად გადასცა რამდენიმე ოჯახს და აღნიშნა, რომ დღეიდან, კოორდინატორების საშუალებით, ყველა ოჯახს მიუვა მისი ხელით დაწერილი წერილი. ეს არ არის ერთი, შაბლონური ვარიანტი. როგორც კანდიდატმა აღნიშნა, ის შეეცადა, მეტნაკლებად ინდივიდუალურად მიეწერა ყველასთვის და ამის გამო წერილის რამდენიმე ვარიანტი დაწერა.
"დიდი მადლობა, ჩემო ძვირფასო ხალხო! არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ვისზე გააკეთეთ არჩევანი. დღეს მნიშვნელოვანია ის, რომ არ დავიზაროთ და მეორე ტურში კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.
30 ოქტომბერს ერთ ხმასაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და შეიძლება, ეს თქვენი ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრის ხმა აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ, უკლებლივ ყველამ კიდევ ერთხელ უნდა გამოვხატოთ ნება და მონაწილეობა მივიღოთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებაში," _ ეს არის ციტატა ერთ-ერთი წერილიდან.
დაბოლოს, ნინო წილოსანი საარჩევნო კამპანიის ბოლო ეტაპზე კონკრეტულ პროგრამას სთავაზობს თავის ამომრჩეველს:
"ვაგრძელებ საარჩევნო კამპანიას. პირველ ტურში მიღწეული შედეგი აუცილებლად უნდა გავზარდოთ. ახლა ჩვენ უფრო მეტ კონკრეტულ პროექტს და ინიციატივას წარვუდგენთ ამომრჩეველს და ეს არ იქნება ზოგადი დაპირებების კამპანია. ახლა მეტ ყურადღებას დავუთმობ ამომრჩევლამდე ჩემი მიზნების უკეთ მიტანას. ხალხმა უნდა იცოდეს, როგორ იმუშავებს და რას მოუტანს რეგიონს მათი რჩეული."
როგორც დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, სწორედ ამ ფარგლებში მას ძალიან ბევრი შეხვედრა და ღონისძიება აქვს დაგეგმილი, როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდში.
"ამ ეტაპზე ჩვენ გამოვყავით ოთხი პრიორიტეტული მიმართულება: 1) სოფლის მეურნეობის განვითარება და ამ სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა; 2) ინფრასტრუქტურის სრულყოფა; 3) გურიის ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისება. 4) განათლების სისტემის გაუმჯობესება და რეგიონის ახალგაზრდებისთვის ალტერნატიული საშუალებებით, კერძოდ კი დისტანციურად სწავლისთვის საგანგებო სივრცეების შექმნა. სხვა საკითხებთან ერთად, ამ მიმართულებებით კონკრეტული პროექტების განხორციელებას, ჩემს გუნდთან ერთად, მაქსიმალურად შევუწყობ ხელს…" _ აღნიშნა "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა.
ფასიანი პოლიტიკური რეკლამა