მარნეულში 48-ე უბანზე ხმის მიცემის პროცედურა 08.15 საათზე, 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო.
48-ე უბანზე მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პროცედურული ნორმების დარღვევაზე საუბრობენ.
„ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბის“ დამკვირვებლის ლაშა ფარულავას განცხადებით, უბანზე წილისყრის პროცედურები და საარჩევნო კომისიას შორის ფუნქციების გადანაწილების პროცედურები დაგვიანებით დაიწყო. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ამის გამო საჩივარი დაწერა.
უბანზე იმყოფებიან ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა სუბელიანი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე. კობა სუბელიანმა,
კობა სუბელიანის თქმით, ოთახი, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, პატარაა და ამომრჩეველი თავისუფლად გადაადგილებას ვერ ახერხებს, რის გამოც ოთახში ხალხმრავლობაა. მან საარჩევნო კომისიას შეთავაზა საარჩევნო უბნის დერეფანში, უფრო ფართო სივრცეში გამოტანა. როგორც მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ იაკობ ასანიძემ განაცხადა, ამის თაობაზე საუბნო კომისიამ უნდა იმსჯელოს და გადაწყვეტილება მიღოს.