ცესკო მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე, სადაც 1436 ამომრჩეველია რეგისტრირებული, კენჭისყრის შენობაში მყოფ პირებს თხოვნით მიმართავს.
„მუშაობს რამდენიმე კამერა, საარჩევნო უბანზე დახლოებით 45 ადამიანია. გვინდა ვთხოვოთ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას შექმნან ისეთი პირობები, როდესაც თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, გამოიყენოს და განახორციელოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება“, _ განაცხადა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე.