სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა რამოდენიმე ანონიმური შემოწირულობა. ამის შესახებ ინფორმაციას, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ზურაბ აზნაურაშვილი, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის იმ ბრალდებებს ეხმაურება, სადაც ზურაბიშვილი ამბობს, რომ აუდიტის სამსახური "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების ატარებს და მის შემოწირულობებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის ავრცელებს.
სახელმწიფო აუდიტი სალომე ზურაბიშვილის ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ უწყება ყველა საარჩევნო სუბიექტის შემომწირველების საკითხს თანაბრად სწავლობს და შერჩევით მიდგომას გამორიცხავს. ზურა აზნაურაშვილი ზურაბიშვილის შემოწირულობებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ანონიმურობის გამო, მას აუდიტის სამსახურმა რამდენიმე შემოწირულობის უკან დაბრუნება მოსთხოვა.
„ვსწავლობთ ყველა პოლიტიკური პარტიის და დამოუკიდებელი კანდიდატის მიერ მიღებულ შემოწირულობას. პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატები დამოუკიდებლად არ ქმნიან ფონდს და დამოუკიდებლად არ იღებენ შემოწირულობებს. შესაბამისად, ნიკა რურუას დამოუკიდებლად პარტიის გარეშე არანაირი ხარჯი არ განუხორციელებია.
ქალბატონ სალომეს თავიდანვე ჰქონდა პრეტენზიები მოქმედ რეგულაციებთან დაკავშირებით, მას ჰქონდა მიღებული რამდენიმე ანონიმური შემოწირულობა, რომლის დაბრუნებაც მოვთხოვეთ. აღნიშნული რეგულაციები ევროსაბჭოს და ევროკავშირის რეკომენდაციებიდან გამომდინარეა მიღებული,“ – განაცხადა ზურა აზნაურაშვილმა.
წყარო: პირველი რადიო