ჯანდაცვის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ,,ჯეო-ჰოსპიტალის" გურჯაანის სამედიცინო ცენტრში გარდაცვლილ პაციენტთან დაკავშირებით საქმის შესწავლას იწყებს: “დღესვე იქნება გამოთხოვილი სამედიცინო დოკუმენტაცია და გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. საკითხის საბოლოო შესწავლისთვის, მნიშვნელოვანი იქნება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა,_ აცხადებენ სააგენტოში.
გურჯაანის კლინიკაში 59 წლის ქეთევან ჩირიკაშილი 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. ახლობლების თქმით, ექიმებმა პაციენტს ყურადღება არ მიაქციეს. ქეთევან ჩირიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება გურჯაანის პოლიციამ დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116–ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს .