არჩევნებამდე 4 დღით ადრე საარჩევნო ბლოკმა "ნინო ბურჯანაძე _ დემოკრატიული მოძრაობა" საუბნო საარჩევნო კომისიებიდან წევრები გამოიწვია.
"მოგმართავთ თხოვნით გააუქმოთ ჩვენს მიერ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე დანიშნული კომისიის წევრების რეგსიტრაცია #60 მაჟორიტარული ოლქის ყველა საუბნო საარჩევნო კომისიაში და შესაბამისად, შეუწყვიტოთ უფლებამოსილება", _ აღნიშნულია წერილში, რომელიც ნინო ბურჯანაძემ ლანჩხუთის #61 საოლქო საარჩევნო კომისიას გაუგზავნა.
წერილში დაკონკრეტებული არ არის რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, თუმცა, როგორც საარჩევნო ბლოკში "გურია ნიუსს" განუმარტეს მათი წარმომადგენლები მოსყიდეულები იყვნენ:
_ ყველა უბანზე გვყავდა კომისიის წევრი, ასევე იყვნენ ჩვენი დამკვირვებლები, თუმცა იყო უბნები, სადაც ერთი ხმაც ვერ მივიღეთ, _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას "დემოკრატიული მოძრაობის" ადგილობრივ ორგანიზაციაში.
#60 მაჟორიტარულ ოლქში (ჩოხატაური, ლანჩხუთი და ოზურგეთის 6 სოფელი) სულ 78 საარჩევნო უბანია.