Microsoft-ის ინჟინერმა ჯორდან კორეამ შექმნა რობოტი, რომელიც მისი არყოფნის დროს გაართობს მის ოთხფეხა მეგობარ დარვინს.
თავის გამოგონებას კორეამ ძაღლის საპატივსაცემოდ “DarwinBot” დაარქვა. რობოტი ბორბლების საშუალებით გადაადგილდება. მისი მიზანია გაართოს დარვინი; გადაუგდოს ბურთი სპეციალური ,,ხელოვნური ხელის’’ საშუალებით, ასევე _ დაუყაროს მას მისი საყვარელი საჭმელი.
დარვინბოტზე მიმაგრებულია ნოუთბუკი, საიდანაც Skype-ის მეშვეობით სამსახურში მყოფი ინჟინერი ესაუბრება ძაღლს, იუწყება პორტალი engadget.com
რობოტზე დამონტაჟებულია სენსორი Kinect და დამატებითი კამერები, რომლებითაც კორეა დარვინის ქმედებებს აკვირდება და მართავს რობოტს.