რუსეთში, მახაჩკალაში 270 ადამიანი საავადმყოფოებში მწვავე ნაწლავური ინფექციის დიაგნოზითაა მოთავსებული.მათგან 179 ბავშვია.
"მძიმე კლინიკური სურათი არცერთს არ აღენიშნება, თუმცა, ორი ბავშვი მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, რეანიმაციაში იმყოფება", _ აცხადებენ დაღესტნის მთავრობის წარმომადგენლები.
მედიის ინფორმაციით, ინფექციის გამომწვევი მიზეზი სასმელი წყლის დაბინძურებაა.